weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ესპანეთში ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

13:51 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ქართველი ძიუდოისტის, ნიკოლოზ შერაზადიშვილის პატივსაცემად მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა. 22 წლის შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, ვინც ესპანეთს მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის მედალი მოუტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბრუნეტეს მერმა ბორხა გუტიერესმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბრუნეტე ამ ქმედებით ნიკოლოზს მიაგებს პატივს. ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ იზრდებოდა ის კინო რუიზის დოჯოში და როგორ ჩამოყალიბდა დიდებულ სპორტსმენად.

ნიკოლოზი სამაგალითოა ყველა ბრუნეტელისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე „ნიკო შერას ქუჩა“ წერია. ესპანეთში ხშირად სწორედ „ნიკო შერას“ ეძახიან წარმოშობით ქართველ ძიუდოისტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]