weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია

10:15 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. წარმატებას მან პოლონეთის ქალაქ ზამოშჩში მიმდინარე შეჯიბრზე მიაღწია, სადაც 20-წლამდელთა პირველობის 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ დავითაძემ ექვსივე ცდის გამოყენება მოახერხა. ატაცში 158, 163 და 165 კგ დაძლია, ლატვიელ რიტვარს სუჰარევსს 1 კგ-ით გაასწრო და მცირე ოქროს მოპოვება შესძლო.

ქართველი ძალოსანი აკვრაში 186, 192 და 196 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა და ვინაიდან ბოლო წონა სუჰარევსმა პირველმა დაძლია, ამ მოძრაობაში ვერცხლს დასჯერდა, საერთო ჯამში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

რევაზ დავითაძის ჯამური მონაგარი 361 კგ გახლდათ, რაც ლატვიელ ძალოსანზე 1 კგ-ით უკეთესი აღმოჩნდა, ბრინჯაოს მედალი კი პოლონელმა ბარტლომეი ადამუსს (344 კგ) ერგო.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გოგა ჩხეიძემ (69 კგ) მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]