სტადიონის კურთხევის ცერემონიას მღვდელმსახურებთან ერთად პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი იგორ ალბინიც ესწრებოდა.
„კრესტოვსკი“ „კიროვის“ ძველი არენის ადგილზე აშენდა და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. ოთხვარსკვლავიანი სტადიონის მშენებლობა 10 წელი გაგრძელდა და მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. სტადიონი 68134 გულშემატკივარს იტევს და იგი სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ საშინაო სარბიელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასის ტურნირი 17 ივნისს დაიწყება და მასში მონაწილეობას მასპინძელი რუსეთის გარდა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია, ევროპის ჩემპიონი პორტუგალია, ამერიკის ჩემპიონი ჩილე და სხვა კონტინენტის საუკეთესო ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.