„როსონერი“ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში გუნდისა და ქომაგებისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენებას აგრძელებს, ასე რომ, დიდი შანსია, გატუზო პოსტიდან გაათავისუფლონ.
პრესტიჟული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდის ბრაზილიელი დირექტორი ლეონარდო უკმაყოფილოა გატუზოს ფორმაციის გუნდის ტაქტიკით. გამოცემის თანახმად, დონადონის „მილანში“ დანიშვნა გუნდის გამოცდილ წევრს, რიკარდო მონტოლივოსაც სურს.
რობერტო დონადონი „მილანში“ 1986-1996 და 1997-1999 წლებში თამაშობდა, მწვრთნელობისას კი „ლივორნოში“, „ჯენოაში“, იტალიის ნაკრებში, „ნაპოლიში“, „კალიარიში“, „პარმასა“ და „ბოლონიაში“ მუშაობდა.