weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ალაზანმა“ პირველობა შეინარჩუნა

10:30 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

ღია ლიგის ლიდერმა გურჯაანის „ალაზანმა“ ბოლოსწინა ტურში კიდევ ერთ უშუალო კონკურენტ გუნდთან, „ცხინვალი-2“-თან სტუმრად ფრედ ითამაშა, რითაც პრაქტიკულად გაიფორმა ღია ლიგაში გამარჯვება და რეგიონალლიგაში გადასვლა.

პირველი ტაიმის სტარტზე „ალაზანის“ თავდამსხმელი ზურა ლაკოევი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და რეალური შანსი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც სტუმართა შეცდომის გამო ანგარიში „ცხინვალმა“ გახსნა.

მეორე ნახევარში გურჯაანელებმა მთლიანად მასპინძელთა ნახევარზე გაატარეს და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ „ალაზანის“ მეკარესაც ორჯერ მოუხდა პირისპირ გასული მეტოქის განეიტრალება. გოლი კი მომწიფებული იყო და მატჩის კომპენსირებულ წუთებზე ლაკოევის პასით თორნიკე დანაჭრელაშვილმა უმნიშვნელოვანესი გოლით ყაიმი დააფიქსირა.

„ალაზანსა“ და „ცხინვალს“ შორის სხვაობა სამი ქულა იყო, მატჩის შემდეგ კი მდგომარეობა იგივე დარჩა. ბოლო ტურში „ალაზანი“ საკუთარ მოედანზე „გიფასთან“ ითამაშებს და მოგების ან ფრის შემთხვევაში ღია ლიგის გაამრჯვებული გახდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]