weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მადრიდული დერბი „რეალმა“ რონალდოს ჰეთ-თრიქით მოიგო

10:30 ოთხშაბათი, 03 მაისი 2017

2016-2017 წლების ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის ლეგენდარულ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა. „რეალმა“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და კრისტიანო რონალდოს ჰეთ-თრიქით სამი უპასუხო გოლით დაამარცხა პრინციპული მეტოქე.

ზინედინ ზიდანის გუნდი მატჩის დასაწყისშივე კარგად გამოიყურებოდა და ასე გაგრძელდა მთელი შეხვედრის მანძილზე. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „რეალი“ დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თავით სჯობდა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. თავის მხრივ „ატლეტიკო“ იმ გუნდს არ ჰგავდა, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხბურთის მოყვარულებს ახსოვდათ - „როხიბლანკომ“ მისთვის ჩვეული, ტაქტიკურად გამართული, დისციპლინირებული დაცვა და აგრესიული თამაში ვერ აჩვენა. „სამეფო კლუბი“ ლაღად თამაშობდა, „ატლეტიკოს“ კი 90 წუთის მანძილზე ღირებული არაფერი შეუქმნია.

„რეალის“ პროტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში რვა გოლის გატანა შეძლო. რონალდომ მეშვიდედ შეასრულა ჰეთ-თრიქი და ამ კომპონენტში იგი ლიონელ მესის გაუტოლდა. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს უკვე 103 გატანილი გოლი დაუგროვდა.

მადრიდული გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ბოლო ოთხი წელია ერთმანეთს ხვდებიან, განმეორებით ნახევარფინალურ მატჩს 10 მაისს, სტადიონ „ვისენტე კალდერონზე“ გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]