სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონზე ბერბატოვის მეგობრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებისგან დაკომპლექტებული გუნდი ლუიშ ფიგუს ვარსკვლავთა გუნდს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე აღნიშნულ მატჩზე პორტუგალიელი ვარსკვლავის მიწვევით იმყოფებოდა და მის გუნდში ითამაშა.
სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა მაყურებელმა მოედანზე ერთ მხარეს დევიდ ჯეიმსი, გარი და ფილ ნევილები, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, კრასიმირ ბალაკოვი, რობი კინი, დიმიტარ ბერბატოვი და ხრისტო სტოიჩკოვი იხილა, მეორე მხარეს კი - იენს ლემანი, მიჩელ სალგადო, კარლოს მარჩენა, ივან კორდობა, რობერ პირესი, ლუიშ ფიგუ, იარი ლიტმანენი, დევიდ ტრეზეგე, პრედრაგ მიატოვიჩი, შოთა არველაძე, სიმაო და სხვები.
ბერბატოვის გუნდს მარტინ იოლი თავკაცობდა, ფიგუს ვარკვლავებს - ავრაამ გრანტი. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. ფიგუს გუნდიდან დუბლით გამოირჩა ტრეზეგე, ერთი გოლი სიმაომ გაიტანა, ხოლო ავტოგოლი მარჩენამ მიითვალა, ბერბატოვის გუნდიდან კი ასევე დუბლი შეასრულა რობი კინმა.