„გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა „შარლერუასთან“ ანგარიში თავით გახსნა, როდესაც მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა, მეორე ტაიმში კი თანაგუნდელების კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა და კვლავ წინ გაიყვანა გუნდი.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ბელგიის პირველობის წინა ტურშიც გაიტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.