პაპინაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასევე იპონით ბელგიელ იორე ვერსტრატენს სძლია. ამავე წონით კატოგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მონაწილეობდა და პაპინაშვილთან ნახევარფინალში შეხვედრის შანსი ჰქონდა. ჩხვიმიანმა ტურნირზე მხოლოდ ერთი დაპირისპირება მოიგო, ხოლო მეოთხედფინალური შეხვედრა შარაფუდინ ლუტფილაევთან წააგო. უზბეკ სპორტსმენს ნახევარფინალში პაპინაშვილმა იპონით მოუგო და გადამწყვეტ მატჩში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსი ასევე იპონით დაამარცხა.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ფინალამდე ირლანდიელი ნათონ ბარნსი (იპონი), ბელარუსი დმიტრი შერშანი და ებრაელი იაკუბ შამილოვი (იპონი) დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახი იერლან სერიკჟანოვს ვაზარით მოუგო.