weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლესტერ სიტის“ მფლობელი ავიაკატასტროფაში მოყვა

12:04 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლესტერ სიტის“ ტალანდელი მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბას პირადმა ვერტმფრენმა კლუბის სტადიონის მახლობლად კატასტროფა განიცადა. შვეულმფრენი „კინგ პაუერ სტედიუმთან“ პარკირების ადგილას ჩამოვარდა.

ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია საფეხბურთო ჩინოსნის მდგომარეობის ანდა გარდაცვალების შესახებ არ გავრცელებულა. ასევე უცნობია ბორტის წევრების ვინაობა.

ვერტმფრენმა სტადიონი „ლესტერისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მატჩის (1:1) შემდეგ დატოვა და როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ვერტმფრენის პროპელერი მოულოდნელად გაჩერდა და ტრანსპორტმა კატასტროფა განიცადა.

კომპანია King Power-ის დამფუძნებელმა ვიჩაი შრივადანაპრაბამ „ლესტერ სიტი“ 2010 წელს, მაშინ როდესაც კლუბი ინგლისის ქვედა ლიგაში გამოიდოდა, 39 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა. კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად 2016 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]