weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფედერერმა 99-ე ტიტული მოიგო

11:01 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ლეგენდად ქცეულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირი მეცხრედ მოიგო და კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, 99-ე ტიტული მოიპოვა. „მხიარულ როჯერზე“ მეტი ტურნირი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109 ტიტული) აქვს მოგებული.

როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირის ფინალში რუმინელი მარიუს კოპილი 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში როჯერ ფედერერმა ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო, მეორე პარტიაში 4:4-ზე შვეიცარიელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

ვეტერანმა ფედერერმა ამ გამარჯვებით რეიტინგში 500 ქულა შეინარჩუნა და 427 765 ევრო გამოიმუშავა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]