weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მექსიკის გრან-პრი ფერსტაპენმა მოიგო, ჩემპიონი კი ჰამილტონი გახდა

12:22 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

მექსიკის დიდი პრიზის რბოლა ლუის ჰამილტონმა მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ საერთო ქულებით მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მექსიკაში ფინიშის ხაზი პირველმა მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა, მეორე-მესამე ადგილებზე კი „ფერარის“ პილოტები - სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი გავიდნენ.

ახალგაზრდა ჰოლანდიელმა პილოტმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და ლიდერობა მხოლოდ მაშინ დათმო, როცა ბოქსებში საბურავების შესაცვლელად შევიდა.

ბრიტანელი ლუის ჰამილტონი კი ფორმულა 1-ის ისტორიაში მესამე მრბოლია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ხუთჯერ დაეუფლა. პირველი არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო იყო, მეორე კი - მიხაელ შუმახერი, ვინც სულ შვიდჯერ გახდა ჩემპიონი.

„ეს ტიტული აქ არ მომიგია, მთელი სეზონის განმავლობაში, ბევრი შრომის შედეგად მოვიგე და ეს ფანხიოს მსგავსად, „მერსედესთან“ ერთად გავაკეთე. ეს განსაკუთრებული და დაუჯერებელი გრძნობაა“, - განაცხადა ლუის ჰამილტონმა, რომელიც ჯერ თავის მთავარ მეტოქე ფეტელს გადაეხვია, შემდეგ კი „მერსედესის“ გარაჟს მიაშურა და თავის ყველა თანაგუნდელს პირადად გადაუხადა მადლობა.

კონსტრუქტორთა პირველობაზეც „მერსედესი“ ლიდერობს, თუმცა სამქიმიანებს მექსიკაში ტიტულის ვადამდე მოპოვების შესაძლებლობა, ფეტელთან ერთად, კიმი რაიკონენმა წაართვა, რომლებმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვარცხლბეკზე მეორე და მესამე საფეხურები დაიკავეს. მექსიკური გრან-პრის შემდეგ „მერსედესი“ უახლოეს მდევარ „ფერარის“ 55 ქულას უგებს.

მექსიკის დიდი პრიზი

მეხიკო, ძმებ როდრიგესების სახელობის ტრეკი, 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 1:38:28.851

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 17.316

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 49.914

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:18.738

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 2 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 2 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 2 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 2 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 2 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 2 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, „ტორო როსო“) 2 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 2 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 2 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 2 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 3 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 9 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 32 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 42 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 67 წრე

უსწრაფესი წრე:

ვალტერი ბოტასი - 1:18.741 (65-ე წრე, 196.776 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. ლუის ჰამილტონი - 358 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 294
  3. კიმი რაიკონენი - 236
  4. ვალტერი ბოტასი - 227
  5. მაქს ფერსტაპენი - 216
  6. დანიელ რიკარდო - 146
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 69
  8. სერხიო პერესი - 57
  9. კევინ მაგნუსენი - 53
  10. ფერნანდო ალონსო - 50
  11. ესტებან ოკონი - 49
  12. კარლოს საინსი - 45
  13. რომენ გროჟანი - 31
  14. პიერ გასლი - 29
  15. შარლ ლეკლერი - 27
  16. სტოფელ ვანდოორნი - 12
  17. მარკუს ერიკსონი - 9
  18. ლანს სტროლი - 6
  19. ბრენდონ ჰარტლი - 4
  20. სერგეი სიროტკინი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 585 ქულა
  2. ფერარი - 530
  3. რედ ბული - 362
  4. რენო - 114
  5. ჰაასი - 84
  6. მაკლარენი - 62
  7. ფორს ინდია - 47
  8. ზაუბერი - 36
  9. ტორო როსო - 33
  10. უილიამსი - 7
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]