weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ძლიერთა თამაშებიდან“ ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

14:54 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ძლიერთა თამაშებში (Invictus Games) ქართველმა სამხედროებმა მეოთხედ მიიღეს მონაწილეობადაჭრილი სამხედროების ნაკრებმა მჯდომარე ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულძლიერთა თამაშებზემჯდომარე ფრენბურთის ფინალურ მატჩში გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება (2:0) მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.

მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გამართულძლიერთა თამაშებზესპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]