weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„რეალიდან“ ლოპეტეგი დაითხოვეს

10:23 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018

მადრიდის „რეალში“ ხულენ ლოპეტეგის მოღვაწეობა დასრულდა. ესპანელი სპეციალისტი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბასკ მწვრთნელს „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ მისი მადრიდული მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე გამოდგა.

ხულენ ლოპეტეგიმ „ბლანკოსს“ 14 თამაშში უხელმძღვანელა, მის აქტივში 6 მოგება, 2 ფრე და 6 წაგებაა, მის გაშვებაში გადამწყვეტი კი „ელ კლასიკოში“ „ბარსელონასთან“ 1:5 განადგურება გამოდგა.

მადრიდულ გრანდს დროებით ახლო წარსულში „რეალში“ მოთამაშე სანტიაგო სოლარი გაწვრთნის, რომელიც ბოლო პერიოდში „რეალი B“-ს ედგა სათავეში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ყოფნის პერიოდში „რეალთან“ აწარმოა მოლაპარაკებები, ამ ზაფხულს მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე ნაკრების მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება „რეალს“, მადრიდული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში განვლილი 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მეორე პოზიციაზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]