მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ივანიაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.
30-ე ტურის შემდეგ „თელავს“ აქტივში კვლავაც 43 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილშიც ისევ მე-5 ადგილზეა.
მორიგი ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი კვირას, 4 ნოემბერს გამართავს და სტუმრად მცხეთაში კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.