სარაგბო მატჩი უნივერსიადის ფარგლებში იმართებოდა. მატჩისას, შერკინების ეპიზოდში, ახალგაზრდა სპორტსმენი მოულოდნელად ცუდად გახდა.
„ლაშა ძიუდოისტი იყო. ბოლო დროს თბილისში ცხოვრობდა და რაგბიში ვარჯიშობდა. გუშინაც თამაშზე იყო, რა დროსაც ცუდად გახდა. როგორც ვიცით, კრიჭა შეეკრა და დახმარების გაწევა ვერავინ მოასწრო. სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდოდა, გარდაიცვალა. გული გაუჩერდა“, – უთხრა „რეგინფოს“ სოფელ ჩუმლაყში მერის წარმომადგენელმა ზაზა რუაძემ.
ლაშა მღებრიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო.