ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ფეხბურთელი ადამიანებმა პარკში, ბუჩქებში იპოვეს. დანიელ კორეას გენიტალიები ჰქონდა მოკვეთილი. პოლიციის განცხადებით, მკვლელობის მოტივი უცნობია. სიკვდილამდე ფეხბურთელი აწამეს.
ამპლუით შემტევი ნახევარმცველი დანიელ კორეა „სან პაულოს“ საკუთრება იყო და „სან ბენტოში“ განათხოვრების წესით ირიცხებოდა. მას ნათამაშები ასევე აქვს „ბოტაფოგოში“, „კურიტიბასა“ და „პონტე პრეტაში“. „სან პაულომ“ ოფიციალური სამძიმრის წერილი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.