weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა

11:59 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. 19 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურშიც გამოიჩინა თავი და ამჯერად „მუსკრონის“ კარი დალაშქრა.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძის გუნდი დამარცხდა (1:3). ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთზე შეძლო მასპინძელთა კარში ბურთის გატანა, რომელიც ე.წ. პრესტიჟის გოლი გამოდგა.

„გენტს“ 13 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, „გენტის“ მაისურით მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - „მუსკრონამდე“ „ოოსტენდი“ დაამწუხრა, ხოლო „შარლერუასთან“ დუბლი გაიფორმა. მანამდე საქართველოს ნაკრებში კი ლატვიასთანაც გაიტანა ანუ მიჯრით 4 კალენდარულ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]