weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესიმ ვარჯიში განაახლა

11:12 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

„ბარსელონას“ კაპიტანი და ლიდერი ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა. როგორც „ბლაუგრანას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელმა მოტეხილი ხელი მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მესიმ ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბასთან ერთად ივარჯიშა, ხოლო ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო და ივან რაკიტიჩი დარბაზში ვარჯიშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ხელის მძიმე ტრავმა 10 დღის წინ „სევილიასთან“ (4:2) შეხვედრაში მიიღო და საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ და „რეალის“ წინააღმდეგ „ელ კლასიკოში“ ვერ დაეხმარა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ორივე შეხვედრა იოლად მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ უკანასკნელ შეხვედრაში ესპანეთის სამეფო თასზე „ლეონესას“ სტუმრად დაუპირისპირდა და კლემან ლენგლეს გოლით 1:0 მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]