weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პაპინაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლიპარტელიანი - ბრინჯაოს

10:17 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

უნგრეთის ქალაქ დიორში დაწყებული 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კვარცხლბეკის მე-2 საფეხურზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) ავიდა, ვინც ფინალში რუს იაგო აბულაძესთან იპონით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში მოლდოველი მიჰაილ დონჩილა ორიოდე წუთში დაამარცხა იპონით, აზერბაიჯანელ რაშად იელკიევი იპონზე ზედ ბოლო წამზე დასცა, ნახევარფინალში კი რუსი ივან დოლგიხი “გოლდენ სქორში” ვაზარიზე დააგდო.

გოგონათა ტურნირში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც რეპეშაჟში ხორვატი ივა ობერანი იპონით დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი - გერმანელი ანე შმიდტი. მანამდე ეთერმა უნგრელ ბრიგიტა ვარგას იპონით, ხოლო ბელგიელ მირიამ ბლავიეს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი ბრიტანელ ლელე ნაირნესთან ასევე ვაზარით დამარცხდა.

კვარცხლბეკს მიღმა დარჩა თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ), რაც ნამდვილად დასანანი იყო. უნგრულ ტატამზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილი გამოვა, 81-ში კი ორი მონაწილე გვყავს – თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]