weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სერხიო აგუერომ პრემიერ ლიგაში 150 გოლი გაიტანა

10:40 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

კვირას, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონი“ ანგარიშით 6:1 გაანადგურა. პეპ გვარდიოლას გუნდის რიგებში თავი გოლით გამოიჩინა სერხიო აგუერომ და ინგლისის ჩემპიონატში 150-ე გოლი გაიტანა, რითაც იგი მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში 150-გოლიან ზღვარს ერთი გუნდით უწია.

არგენტინელი ფორვარდს ინგლისის პრემიერ ლიგაში 150 გოლის გასატანად 217 მატჩი დასჭირდა. ის „ქალაქელთა“ რიგებში მერვე სეზონს ატარებს, სულ კი მანჩესტერული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ამ მომენტისთვის 306 შეხვედრაში 209 გოლი აქვს გატანილი, რითაც „სიტის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის შემადგენლობაში 150 გოლზე მეტი აგუეროს გარდა მხოლოდ ტიერი ანრისა (არსენალი) და უეინ რუნის (მანჩესტერ იუნაიტედი) აქვთ გატანილი, შესაბამისად - 175 და 183 გოლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]