შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.
„თელავის“ აქტივში კვლავაც 43 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.
მორიგ შეხვედრას თელავური გუნდი 7 ნოემბერს, შინ, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გამართავს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს - დასაწყისი 14:00 საათი.