weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მჭედლიძის გუნდმა მწვრთნელი დაბადების დღეს გაათავისუფლა

10:24 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

„ემპოლის“ მთავარი მწვრთნელი აურელიო ანდრეაცოლი თანამდებობიდან მოხსნეს. ტოსკანური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალისტის გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება ზუსტად მის 65-ე დაბადების დღეზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ანდრეაცოლიმ „ემპოლი“ გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და მოკრძალებულ გუნდს სერია B მოაგებინა.

ამ მომენტისთვის „ემპოლი“ გასავარდნ ზონაშია - სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე ანუ მე-18 პოზიციას 6 ქულით იკავებს. ლევან მჭედლიძის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში თერთმეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

მოსალოდნელია, რომ „ემპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი გახდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]