სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა პირველი წუთებიდან შეუტია ოკეანელთა კარს და ანგარიშის გახსნამდე ძელსაც მოარტყა ბურთი. პირველი გოლი კი „სპარტაკელი“ დენის გლუშაკოვის აქტიურობით გავიდა, როდესაც იგი 31-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეტოქე მცველებთან ბრძოლის შემდეგ ბურთი ახალ ზელანდიელთა კარში აღმოჩნდა. მეორე ნახევარში რუსებს კიდევ არაერთი ხელსაყრელი მომენტი მიეცათ, გოლი კი „კრასნოდარის“ ფორვარდმა ფიოდორ სმოლოვმა გაიტანა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ რუსეთის უკანასკნელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ფიოდორ სმოლოვი დასახელდა.
დღეს A ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი პორტუგალია-მექსიკა გაიმართება, მოგვიანებით კი B ჯგუფის ბინადარი კამერუნი და ჩილე ითამაშებენ. შეხვედრები 19:00 და 22:00 საათებზე დაიწყება.