პირველი ტაიმის ანგარიში იტალიის ნაკრების სასარგებლოდ 18:7 იყო, მეორე ტაიმის კი 10:10.
თამაშის განმავლობაში იტალიელებმა ოთხი ლელო დადეს, საქართველოს გუნდს კი ერთი ტექნიკური ლელო ჩაეთვალა და საბოლოოდ მატჩი იტალიელთა გამარჯვებით – 28:17 დასრულდა.
მატჩს გულშემატკივარი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე 18:00 საათიდან ადევნებდა თვალს. „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე „ბორჯღალოსნების“ საქომაგოდ 2000 ქართველი იყო მისული.