1998 წლის შემდეგ პირველად „ბარსელონამ“ ზედიზედ 10 მატჩში კარი მშრალად ვერ შეინახა. მაშინ კლუბს ლუი ვან გაალი თავკაცობდა, რომლის გუნდმაც ზედიზედ 12 მატჩში გაუშვა გოლი.
„ბარსელონამ“ მიმდინარე ლა ლიგის სეზონი კარგად დაიწყო: პირველ ტურში გუნდმა „ალავესი“ 3:0 დაამარცხა, მომდევნო კვირას კი - „ვალიადოლიდი“ 1:0, მას შემდეგ კლუბი ყველა მატჩში მინიმუმ ერთ გოლს უშვებს.
„ბეტისთან“ მარცხის მიუხედავად ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.