weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბარსელონამ“ ბოლო 20 წლის ანტირეკორდი დაამყარა

10:35 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ სევილიის „რეალ ბეტისს“ უმასპინძლა და უხვგოლიან დრამატულ შეხვედრაში მოულოდნელად 3:4 დამარცხდა. კატალონიურმა გრანდმა პრიმერა დივიზიონის ზედიზედ მე-10 თამაშში ვერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა, რითაც არასასიამოვნო მიღწევა დააფიქსირა.

1998 წლის შემდეგ პირველად „ბარსელონამ“ ზედიზედ 10 მატჩში კარი მშრალად ვერ შეინახა. მაშინ კლუბს ლუი ვან გაალი თავკაცობდა, რომლის გუნდმაც ზედიზედ 12 მატჩში გაუშვა გოლი.

„ბარსელონამ“ მიმდინარე ლა ლიგის სეზონი კარგად დაიწყო: პირველ ტურში გუნდმა „ალავესი“ 3:0 დაამარცხა, მომდევნო კვირას კი - „ვალიადოლიდი“ 1:0, მას შემდეგ კლუბი ყველა მატჩში მინიმუმ ერთ გოლს უშვებს.

„ბეტისთან“ მარცხის მიუხედავად ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]