weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალი ფრედ დასრულდა

11:48 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინული „სუპერკლასიკო“ იმართება. ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი შეხვედრა სტადიონ „ლა ბომბონერაზე“ შედგა და უხვგოლიანი ყაიმით დასრულდა.

ბუენოს აირესის ორი გრანდის დაპირისპირებაში პირველი სახიფათო მომენტები „რივერ პლეიტმა“ შექმნა, ანგარიში კი 34-ე წუთზე „ბოკა ხუნიორსმა“ რომან აბილას გოლით გახსნა, თუმცა მეორე წუთში „რივერის“ ფორვარდმა ლუკას პრატომ წონასწორობა აღადგინა. ტაიმის კომპენსირებულ წუთზე მასპინძელი „ბოკა“ კვლავ წინ გავიდა - ტრავმირებული კრისტიან პავონის ნაცვლად მოედანზე შესულმა დარიო ბენედეტომ თავით დალაშქრა ფრანკო არმანის კარი.

მეორე ნახევარში „რივერ პლეიტმა“ კვლავ გაათანაბრა, უფრო სწორად კი „ბოკა ხუნიორსის“ მცველმა კარლოს ისკიერდოსმა საკუთარ კარში გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

„კოპა ლიბერტადორესის“ ფინალის საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს ასევე ბუენოს აირესში, ამჯერად „ესტადიო მონუმენტალზე“ შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]