„მადლობა გულშემატკივრობისთვის!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
საქართველო-ყაზახეთი 19 ნოემბერს „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა პირველი შეხვედრა ასტანაში გამართეს და იგი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა. ოთხი განვლილი ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი ქვეჯგუფის გამარჯვებულია, ყაზახეთამდე კი ეროვნული გუნდი 15 ნოემბერს სტუმრად ანდორაში ითამაშებს.