weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

12:48 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნები“ ანდორაში არასრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და მსუბუქი ვარჯიში ჩაატარეს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა დამდეგი ორი მატჩისთვის ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბო), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავის სპარტაკი, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).

ანდორისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონში ქვეჯგუფის გამარჯვებული 12 ქულით ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები უკვე გახდა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]