weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

16:54 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018

სუმოს სუპერტურნირ კიუსიუ ბაშოზე ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ მე-3 ორთაბრძოლა გამართა და ახლახანს დაწყებულ ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მე-3 დღეს დოჰიოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა მიოგირიუ დადგა და ქართველ სუმოისტთან კარიერაში მეთორმეტედ დამარცხდა.

ხვალ გორგაძეს ორთაბრძოლა ბრაზილიელ სუმოისტთან, დასავლეთის პირველ კომუსუბი კაისეისთან მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუსიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი შეხვედრა ტამავაშისთან წააგო, შემდეგ კი ნიშიკიგი დაამარცხა, შესაბამისად, სამ ორთაბრძოლაში ქართველი სუმოისტის ბალანსი 2:1 გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]