weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ოცწლამდელმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე მე-10 ადგილი დაიკავეს

14:55 კვირა, 18 ივნისი 2017

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე U20 მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა, რითაც წინა წელს გამართული ტურნირის შედეგი გაიმეორა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ დასკვნითი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიელ თანატოლებთან გამართეს, პირველი ტაიმი 10:7 მოიგეს, საბოლოდ კი შეხვედრაში 18:24 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში ქართველი მორაგბეები ალან ტირნანისა და კონორ დინის გარდასახვის შედეგად 0:7 ჩამორჩნენ, შემდეგ კი უპირატესობა აშკარა იყო - ქართველები ჩინებულად უტევდნენ, რაც გურამ გოგიჩაშვილის ლელოში აისახა. გარდასახვა გელა აფრასიძემ შეაგდო და მანვე, მანამდე ჯარიმაც გაიტანა. აღსანიშნავია, მეორე ტაიმში გელა აფრასიძის ბრწყინვალე სოლო რეიდი და შესანიშნავი ლელო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]