დასავლეთის მეორე ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის პირველი კომუსუბის წოდების მქონე კაისეი დოჰიოდან მშვიდად გაიყვანა და მოპოვებული გამარჯვებით მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში პირადი ანგარიში 11:7 გახადა თავის სასარგებლოდ.
ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ მაეგაშირას წოდების მქონე ჰოკუტოფუჯი დადგება, რომელთანაც ქართველ სეკიტორის ორი ბრძოლიდან ორი მოგება აქვს.