როგორც პირენეული მედია წერს, „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძით უკვე წელიწადზე მეტია დაინტერესებულია.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძისადმი ინტერესი აქამდე სამმა გერმანულმა კლუბმა - დორტმუნდის „ბორუსიამ“, ლევერკუზენის „ბაიერმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.