weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს

10:56 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 hits 665

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნებასთან ახლოსაა, რის შესახებაც ბევრი უცხოური გამოცემა წერს. ბოლო ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩს „როსონერისთან“ 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმება და წელიწადში €4 მილიონის მიღება სურს.

„მილანის“ ხელმძღვანელებს „იბრაკადაბრას“ დაბრუნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე ურჩევნიათ.

ამჟამად ამერიკულ MLS-ში სეზონი დასრულებულია, „ლოს ანჯელეს გალაქსი“ პლეი-ოფებში ვერ მოხვდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ შვედი სუპერვარსკვლავი ამერიკაში მიმდინარე წელს გადავიდა და MLS-ში გამართულ 27 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

ამერიკულ კლუბში იბრაჰიმოვიჩის ხელფასი €1.5 მილიონს შეადგენს, თუმცა სხვადასხვა სასპონსორო შეთანხმებით, აშშ-ში მისი შემოსავალი გაცილებით მეტია. მისი კონტრაქტი ლოს ანჯელესურ კლუბთან 2019 წლის სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

ცნობისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა და იტალიურ გრანდთან ერთად სერია A და იტალიის სუპერ თასი მოიგო, ამასთანავე იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 28 გატანილი გოლით, სულ კი „როსონერის“ მაისურით ორ სეზონში გამართულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]