weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინის მეორე მარცხი

17:08 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

ლევან გორგაძე კიუსიუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა. იაპონიის ქალაქ ფუკუოკას კოკუსაი ცენტრში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მე-5 ორთაბრძოლა გამართა.

ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა მასზე რანგით გაცილებით დაბლა მდგომ ჰოკუტოფუჯისთან პირველად წააგო და მასთან ურთიერშთეხვედრებში ანგარიში 2:1 გაუხდა. შერკინებისას სუმოისტები დოჰიოს მიღმა დაეცნენ, ერთი შეხედვით გამარჯვებული ლევან გორგაძე ჩანდა, თუმცა მყისვე გამოჩნდა, რომ პირიქით მოხდა.

ამრიგად, ხუთი დღის თავზე ტოჩინოშინს სამი მოგება და ორი მარცხი აქვს. ხვალ მის პირისპირ უხერხული მეტოქე შოდაი დადგება, რომელთანაც პირად შეხვედრებში 5:6 მარცხდება.

შეგახსენებთ, რომ კიუსიუ ბაშოზე სამი მოქმედი იოკოზუნადან აღარცერთი ასპარეზობს - ორი მათგანი, ჰაკუჰო და კაკურიუ დაწყებამდე ტოვებდნენ ტურნირს, ოთხი ორთაბრძოლის შემდეგ კი ტრავმის გამო კისენოსატო მოიხსნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]