weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პორტუგალიამ და მექსიკამ ქულები გაიყვეს

09:51 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასის გათამაშებაში A ჯგუფის მეორე შეხვედრა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასა და ჩრდილო ამერიკის საუკეთესო გუნდ მექსიკის ნაკრებს შორის უხვგოლიანი ფრით დასრულდა. B ჯგუფის პირველ შეხვედრაში კი ჩილემ კამერუნი დაამარცხა.

პირველი საგოლე მომენტი მექსიკის კართან ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე პორტუგალიელებმა შექმნეს, როდესაც კრისტიანო რონალდომ ძელს მოარტყა ბურთი, შემდეგ კი გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი გაუქმდა. პირველი გოლი მაინც რონალდოს აქტიურობას მოყვა - საჯარიმოში შეჭრილმა კაპიტანმა 39-ე წუთზე კვარეზმას უპასა, რომელმაც ცრუ მოძრაობით მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. მექსიკელებმა ტაიმის მიწურულს წონასწორობა აღადგინეს - ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ხავიერ „ჩიჩარიტო“ ერნანდესმა ნახტომში თავით გაიტანა. მეორე ტაიმის 86-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრები სედრიკის რიკოშეტირებული დარტყმულით კვლავ წინ გავიდა და ის-ის იყო ფერნანდო სანტოსის გუნდმა გამარჯვება ირწმუნა, კომპენსირებულ დროში „რომას“ ახალშენაძენმა ექტორ მორენომ თავურით გააყაიმა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიანო რონალდო დასახელდა.

კამერუნი-ჩილე ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, გოლებიც გავიდა, რომლებიც წესების დარღვევების გამო არ ჩაითვალა. საბოლოოდ კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა ჩილემ იმარჯვა - აფრიკის ჩემპიონებს გოლები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა და ედუარდო ვარგასმა უკანასკნელ ათ წუთში გაუტანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]