შეხვედრა ქართველთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და მე-9 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, როდესაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა გიორგი ჩაკვეტაძემ ახლო მანძილიდან იხეირა და ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ მე-6 მატჩში მე-4 გოლი მიითვალა. ამის შემდეგ თამაში სტუმარი „ჯვაროსნების“ სრული კარნახით წარიმართა, თუ არ ჩავთვლით მასპინძელი ანდორელების რამდენიმე მცდელობას ტაიმის შუაწელს.
მეორე ნახევარში ანდორამ სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა, რაშიც მეკარე გიორგი ლორიას დადანაშაულებაც შეიძლება, რამდენიმე სათადარიგო ფეხბურთელით მოასპარეზე საქართველოს ნაკრები კი ალბათ ზედმეტად აკადემიური თამაშისთვის დაისაჯა. გაშვებული გოლის შემდეგ ნაკრები გააქტიურდა, სახიფათო მომენტებიც შექმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ქვეჯგუფში 13 ქულა გაუხდა, ამ დროისთვის გუნდის ამოცანა კი ყაზახეთთან ბოლო ტურში საშინაო შეხვედრის მოგებაა, რათა ქულების მაქსიმუმით შემდგომი კენჭისყრისთვის უკეთეს პოზიციაში იყოს.
ანდორა - საქართველო 1:1
ანდორა ლა ველა, „ესტადი ნასიონალი“
ანდორა (4-4-2): ხ. გომესი; ჩ. რუბიო, ი. ლიმა, სან ნიკოლასი; კ. მარტინესი, ვალესი, რებესი, სერვოსი (ჟ. რუბიო 88); რ. ფერნანდესი (ვ. როდრიგესი 81), ა. მარტინესი (ე. გარსია 90), ლოვერა.
მწვრთნელი: კოლდო ალვარესი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია (ზარანდია 87); ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 78), ჩაკვეტაძე; არაბული (კაჭარავა 78).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 კ. მარტინესი (63).
გაფრთხილება: ა. მარტინესი (69), ვ. ფერნანდესი (71), რებესი (79), ჩ. რუბიო (90) - კაკაბაძე (62)
მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)