weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა

17:30 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

ლევან გორგაძე კიუსიუ ბაშოზე წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს. სუპერტურნირის მეექვსე დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი მესამედ დამარცხდა და მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი (3:3) გაუხდა.

მეექვსე ორთაბრძოლა ოძეკის წოდების (მე-2 რანგი) მქონე ტოჩინოშინს მაეგაშირა (მე-5 რანგი) შოდაისთან დამარცხდა და მასთან პირად ურთიერთშეხვედრებშიც ჩამორჩა 5:7.

ხვალ ტოჩინოშინს მორიგი შეხვედრა ასევე მაეგაშირა იოშიკაზესთან ელის, რომლიც მიმდინარე ბაშოზე მისნაირად ასპარეზობს - 3:3, თუმცა გორგაძე მას პირად შეხვედრებში 15:9 სჯაბნის.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს აუცილებლად სჭირდება გამარჯვებები, რათა წოდებაში დაქვეითებას გადაურჩეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]