weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ოცწლამდელთა მსოფლიო თასის გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა

10:17 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

თბილისში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები უშანსოდ გაანადგურა და აღნიშნული ტურნირი მეექვსედ მოიგო.

„ბეიბი ბლექსი“ შეხვედრის პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა თამაშს და მოპოვებული დიდი უპირატესობა ტაბლოზე მალევე ასახა. ახალ ზელანდიელმა ახალგაზრდებმა საწყის 40 წუთში მეტოქე 6-ჯერ დაალელოვეს და აქედან 5-ჯერ ზუსტად გარდასახეს, ხოლო ინგლისელებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს და ტაიმი 7:40 დასრულდა.

მეორე ნახევარში ახალ ზელანდიელებს ამხელა უპირატესობა აღარ ჰქონიათ და ეს აღარაფერში სჭირდებოდათ. „ბეიბი ბლექსმა“ მეტოქესაც მისცა თამაშის საშუალება და მეორე ტაიმის ანგარიშში სხვაობა ასეთი კატასტროფული აღარ ყოფილა. ოკეანელებმა ლელოს დადება 4-ჯერ შეძლეს და ორჯერ გარდასახეს ზუსტად, ხოლო „წითელმა ვარდებმა“ ორი გარდაუსახავი ლელოს გატანა შეძლეს და შეხვედრაც საბოლოოდ 64:17 დასრულდა.

III ადგილი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დაიკავა - ახალგაზრდა “ქურციკებმა” გადამწყვეტ მატჩში ფრანგი თანატოლები 37:15 დაჩაგრეს და ბრინჯაოს მედლებსს დაეუფლნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]