weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მორის ყვითელაშვილი მოსკოვის გრან-პრის მე-2 ადგილზეა

13:02 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა რუსეთის დედაქალაქში გამართულ გრან-პრიზე შესანიშნავად იასპარეზა და ამ დროისთვის მე-2 ადგილზეა. ყვითელაშვილმა „როსტელეკომის თასზე“ მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მისთვის სარეკორდო 89.94 ქულით, საწყისი დღის შემდეგ მე-2 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილმა 2 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტექნიკური ელემენტებისთვის 51.48 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი 38.46 ქულა ერგო.

23 წლის ქართველი სპორტსმენი მხოლოდ უძლიერეს იაპონელ იუძურუ ჰანიუს ჩამორჩა, რომელსაც რეალურად კონკურენტიც არ ჰყავდა. ბოლო 2 ოლიმპიადის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზისა და გრან-პრის ფინალების ოთხგზის ჩემპიონმა ჰანიუმ ამჯერად 110.53 ქულა (62.44+48.09) მიიღო, რაც ასევე მისი კარიერული რეკორდია.

თავისუფალი პროგრამის წინ ყვითელაშვილის უმთავრეს კონკურენტებად შვედი ალექსანდერ მაიოროვი (82.33) და კიდევ ერთი იაპონელი კაძუკი ტომონო (82.26) მიიჩნევიან, დანარჩენები კი ქართველ სპორტსმენს შედარებით სოლიდური სხვაობით ჩამორჩებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]