weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამბროლაურელი ძმები კენჭაძეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

01:11 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები, ამბროლაურელი ძმები ნიკოლოზ (79 კგ) და ავთანდილ (74 კგ) კენჭაძეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

18 ნოემბერს, ბუქარესტში გამართულ 23 წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძემ ინდოელი პარვინ მალიკი (10:0), სლოვაკი ახსარბეკ გულაევი (3:0), თურქი მუჰამეთ აქდენიზი (10:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ტიმურ ბიჟოევი დაამარცხა (4:2). ფინალში ის რუმინელ მაქსიმ ვასილოღლოს შეხვდა და გაიმარჯვა.

ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ კენჭაძემ მოიპოვა. მერვედფინალში მან ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი დაამარცხა (5:2), მეოთხედფინალში - რუმინელი ომარაშხაბ ნაჟმუდინოვი (7:0), ნახევარფინალში - იაპონელი იაჯურო იამასაკი (4:0), ფინალში კი რუს გაჟი ნაბიევს 3:0 სძლია.

იმავე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), რომელმაც ოთხივე მეტოქეს 10:0 მოუგო.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მესამე საპრიზო ადგილი როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]