26 წლის სუპერვარსკვლავი ბრაზილიის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც 60 გოლის გატანა შეძლო. ამ მიღწევისთვის მას „სელესაოს“ მაისურით 95 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ნეიმარის წინ მხოლოდ ორი ლეგენდარული ფეხბურთელია - პელე (77 გოლი, 92 მატჩი) და რონალდო (62 გოლი, 98 მატჩი).