ტოჩინოშინი, რომელიც ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება, დღეს მიმდინარე ტურნირის ლიდერს, აღმოსავლეთის კომუსუბი ტაკაკეიშოს გაეჯიბრა და მასთან რიგით მეექვსე შეხვედრაში პირველად დამარცხდა.
ამგვარად, ტაკეკეიშომ 9 დღის თავზე მე-8 გამარჯვება იზეიმა და ისევ პირველ ადგილზეა, ტოჩინოშინს კი უკვე 5 წაგება მოუგროვდა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის პირველი სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც გორგაძე ურთიერთშეხვედრებში გარჩევით (13:5) ამარცხებს.