მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. როგორც WBO-ს ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.
ავთანდილ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სანდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაუქმდა და გაურკვეველი დროით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო