Het Nieuwsblad
გერმანია-ჰოლანდიის მატჩის გარდა დღეს ერთა ლიგის სხვა შეხვედრებიც შედგა. საქართველომ ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლა. ქართველებმა C დივიზიონში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა ანდორასთან ფრის შემდეგ ბოლო შტრიხი დარჩა. ამ მიზნის მისაღწევად მათ გიორგი ჩაკვეტაძე ეხმარება, რომელმაც იმედი გაამართლა. მან მეორე და მასპინძელთათვის გადამწყვეტი გოლი გაიტანა. 7 სანაკრებო შეხვედრის შემდეგ ჩაკვეტაძის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია.
walfoot.be
გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიბრწყინა, 7 საერთაშორისო მატჩში მან 5 გოლი გატანა. „გენტის“ მოთამაშის მოქმედებები ორჯერ გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველი გოლის ეპიზოდში ის გიორგი მერებაშვილს დაეხმარა, რომელმაც ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა. ამის შემდეგ მან 84-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
Het Laatste Nieuws
ყველა გუნდი ერთა ლიგას სერიოზულად არ უყურებს, მათ შორის კი საქართველო არაა. ამ გუნდმა D დივიზიონში თავისი ჯგუფი მოიგო, რომელშიც ყაზახეთი, ლატვია და ანდორაც იყვნენ. გუნდის არქიტექტორი გიორგი ჩაკვეტაძეა. „გენტის“ 19 წლის ტალანტმა ახალი ლიგის პირველი გოლი უკვე გაიტანა და საქართველოს ყაზახეთთან დღევანდელ მოგებაში (2:1) დღესაც დიდი წვლილი შეიტანა. ჩაკვეტაძე 59-ე წუთზე თანაგუნდელ გიორგი მერებაშვილს ანგარიშის გახსნაში დაეხმარა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე გოლიც გაიტანა, თუმცა ჩაკვეტაძემ გამორჩეულად პირველ ტაიმში ითამაშა. საოცარი თამაშით მან თავის გუნდს 16 ქულა მოუტანა, საქართველომ ჯგუფში გაიმარჯვა.