weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი დაამარცხა

14:35 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუპერტურნირ კიუსიუ ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ გამარჯვება შეძლო და მოგება-წაგებათა ბალანსი 5:5 გაუხდა. ბოლო შეხვედრაში ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველი სუმოისტის მეტოქე ყველაზე მძიმეწონოსანი სუმოისტი იჩინოჯო გახლდათ.

ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა სეკივაკეს წოდების მქონე იჩინოჯო დაჭიდების შემდეგ დოჰიოდან განდევნა და კარიერაში მეთხუთმეტედ სძლია 25 წლის იაპონელ მეტოქეს.

ხვალ ლევან გორგაძე ძალებს მაეგაშირა ჩიიოტარიუსთან მოსინჯავს, რომელსაც მიმდინარე კიუსიუ ბაშოზე მისნაირი ბალანსი (5:5) აქვს, ურთიერთშეხვედრებში კი ტოჩინოშინი მას ანგარიშით 5:2 უგებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]