ინგლისური მედია წერს, რომ ჩაკვეტაძე მზადაა შესანიშნავი მომავლისთვის და რამდენიმე კლუბები იანვრის სატრანსფერო ფანჯარას ელოდება. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ სურს მასთან კონტრაქტი, მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გუნდი, „ტოტენჰემი“ და „ბორნმუთი“ კატალონიელებთან კონკურენციას იწყებს.
იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ „რომას“ გავლენიან ესპანელ სპორტულ დირექტორს, რამონ როდრიგეს ვერდეხოს ჩაკვეტაძე მონიშნული ჰყავს და დიეგო პეროტის შემცვლელად მოიაზრებს, რადგან არგენტინელი შუახაზელი ხშირად ტრავმიანობს და რომაელები მის ჩანაცვლებას ახალგაზრდა ფეხბურთელით აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს. ზემოხსენებული ოთხი გუნდის გარდა, მისით დაინტერესება დორტმუნდის „ბორუსიამ“, ლევერკუზენის „ბაიერმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გამოთქვეს.