weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩაკვეტაძისადმი ინტერესს „ტოტენჰემი“ და „რომაც“ იჩენენ

14:31 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური საფეხურთო კლუბ „გენტის“ 19 წლის ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში იტალიური გრანდი და ინგლისური გუნდებიც ჩაერთვნენ. „ჯვაროსნების“ ლიდერად ქცეული ფეხბურთელით დაინტერესებულნი „რომა“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ბორნმუთიც“ არიან.

ინგლისური მედია წერს, რომ ჩაკვეტაძე მზადაა შესანიშნავი მომავლისთვის და რამდენიმე კლუბები იანვრის სატრანსფერო ფანჯარას ელოდება. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ სურს მასთან კონტრაქტი, მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გუნდი, „ტოტენჰემი“ და „ბორნმუთი“ კატალონიელებთან კონკურენციას იწყებს.

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ „რომას“ გავლენიან ესპანელ სპორტულ დირექტორს, რამონ როდრიგეს ვერდეხოს ჩაკვეტაძე მონიშნული ჰყავს და დიეგო პეროტის შემცვლელად მოიაზრებს, რადგან არგენტინელი შუახაზელი ხშირად ტრავმიანობს და რომაელები მის ჩანაცვლებას ახალგაზრდა ფეხბურთელით აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს. ზემოხსენებული ოთხი გუნდის გარდა, მისით დაინტერესება დორტმუნდის „ბორუსიამ“, ლევერკუზენის „ბაიერმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გამოთქვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]