weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის სტადიონის გადახურვის პროცესი გრძელდება

10:25 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სტადიონის სახურავის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი, ასევე სრულდება კედლების ამოყვანის სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიისთვის, ავტობუსებისსთის, სპორტსმენებისა და VIP სტუმრებისთვის. სტადიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. მას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. მშენებლობისთვის 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]